ნათია ფორჩხიძე 
ბიოტექნლოგიისა და ზოგადად მეცნიერების წინსვლისთვის დნმ-ს მოლეკულის აღმოჩენასა და მის კვლევას რევოლუციური მნიშვნელობა ჰქონდა. რესტრიქტაზების საშუალებით შესაძლებელია რაიმე ორგანიზმის დნმ-დან ამოჭრან და ჩააშენონ ესა თუ ის გენები სრულიად სხვა ორგანიზმში. სწორედ ამაში მდგომაროებს გენური ინჟინერიის დანიშნულება.
  ეს უკანასკნელი ფართო გამოყენებას ჰპოვებს მეცნიერების მრავალ დარგში, მათ შორის, კვების ტექნლოგისა და მედიცინაშიც. გმო-ს საკვებად გამოყენებას გარკვეულ უკუჩვენებათა გამო, ბევრი სკეპტიკოსი გამოუჩნდა, ამრიგად საზოგადოების გარკვეულ მასებში, ზოგადად, გენური ინჟინერიის მიმართ გაჩნდა ნეგატიური დამოკიდებულება. ჩემი ამ სტატიის მიზანი კი შემდეგია, რომ განვიხილო აღნიშნულის ფუნდამენტური მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
 მნიშვნელოვანია გენური თერაპიის გამოყენება გარკვეულ გენური დაავადებების წინააღდეგ საბრძოლველად. მაგ: მგლის ხახა, კურდღლის ტუჩი, პოლიდაქტილია და აშ... მოცემული მეთოდი ასევე ფართო გამოყენებას ჰპოვებს იმუნოდეფიციტის მკურნალობისასაც. ამ ავადმყოფობის მიზეზი გახლავთ გენური მუტაცია, რომლის შედეგად ვერ ხერხდება ლიმფოციტთა მოქმედების შემაფერხებელი ცილების წარმოქმნა და ხდება იმუნიტეტის დაქვეითება. დაზიანებულ ლიმფოციტთა ფუნქციონირების პროგრესი ხდება უჯრედებში სასურველი გენის ჩასმით. თუმცა აღსანიშნავია ამ თერაპიის ერთი ნაკლიც. ცნობილია, რომ ლიმფოციტები ღეროვანი უჯრედების საშუალებით წარმოიქმნებიან ძვლიწ ტვინში. თუ კი „მუტანტი’’ გენი გვაქვს ღეროვან უჯრედში, მაშინ მის მიერ წარმოქმნილი ყველა ლიმფოციტს ექნება ამგვარი გენური აგებულება. ამრიგად საჭიროა, ლიმფოციტების მრავალჯერადი შეყვანა, იმ მიზნით რომ დაავადება არ განახლდეს. (ლიმფოციტები მხოლოდ რამდენიმე თვე ცოცხლობენ).
 აღსანიშნავია გენმოდიფიცირებული ინსულინის მნიშვნელობაც თანამედროვე მედიცინისთვის, ვინაიდან გენურ ინჟინერიის განვითარებამდელ პერიოდში დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის ხდებოდა ღორის ან ძროხის ინსულინის შეყვანა ორგანიზმში და ინსულინის საჭირო რაოდენობის მისაღებად საჭირო ხდებოდა გარკვეული რაოდენობის ცხოველის მოკვლა.
 გენურმა ინჟინერიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ტუბერკულიზოთან ბრძოლაშიც. კერძოდ, შეიქმნა გენმოდიფიცირებული დაავადების გამომწვევი ბაქტერია, რომლის სახეცვლილი გენი ქმნის მუტანტურ ცილას და იწვევს ბაქტერიების სიკვდილს.
ამრიგად, ნათელია რომ გენმოდიფიცირებულ უჯრედებსა თუ ორგანიზმებს ძალუძთ აქამდე „დაუმარცხებელი’’ და „უკუნრნებელი’’ დაავადებების წინააღდეგ ეფექტური ბრძოლა და გენური ინჟინერიის პროგრესს აქვს ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა.
ავტორი: ნათია ფორჩხიძე (იკაროსი)

გამოყენებული ლიტერატურა :
 სეხნიაშვილი მ. ლორთქიფანიძე დ. "ბიოლოგია'' გამომცემლობა ''საქართველოს მაცნე''. 
http://genengin.blogspot.com/p/blog-page_17.html